Microsoft Outlook Express-ის კონფიგურაციისათვის გაეცანით შემდეგ
ინსტრუქციას:
1. Outlook Express-ში ჩამოხსენით მენიუ Tools და დააკლიკეთ
ოპციას Accounts.
2. გაიხსნება ახალი ფანჯარა, რომელშიც უნდა გადახვიდეთ
განყოფილებაში Mail.
3. დააკლიკეთ ღილაკს Add და აირჩიეთ ოპცია Mail.
4. გაიხსნება ახალი ფანჯარა. ველში Display Name უნდა ჩაწეროთ
თქვენი სახელი და გვარი. ამის შემდეგ დააკლიკეთ ღილაკს next.

5. მომდევნო ფანჯარაში ჩაწერეთ იმეილის თქვენი მისამართი ველში
Email address და დააკლიკეთ ღილაკს Next.
6. მომდევნო ფანჯარაში, ველში My incomming mail server is
აირჩიეთ POP3 ან IMAP.
ველებში Incoming Mail და Outgoing mail
ჩაწერეთ mail.grena.ge. დააკლიკეთ ღილაკს Next.
7. მომდევნო ფანჯარაში, ველში Account name მომხმარებლის სახელი
აუცილებლად უნდა მიუთითოთ ახალი ფორმით. მომხმარებლის სახელის ძველ ფორმას
ემატება
დომეინის სახელი, რომელიც მომხმარებლის სახელისაგან წერტილით არის
გამოყოფილი.
მაგალითისთვის: თუ მომხმარებლის
სახელი იყო george და
იგი
ეკუთვნოდა დომეინს example.ge, მისი ახალი
ფორმა იქნება george.example.ge.
ველში Password ჩაწერეთ თქვენი მეილის
პაროლი.
დააკლიკეთ ღილაკს Next და მომდევნო
ფანჯარაში
ღილაკს Finish.
8. მონიშნეთ ახლადშექმნილი მეილ-ანგარიში მაუსის მარცხენა
ღილაკის ერთხელ დაკლიკებით და დააკლიკეთ მარჯვნივ განლაგებულ ღილაკს
Properties.
9. ფანჯარაში, რომელიც გაიხსნება გადადით განყოფილებაში Servers.

10. მონიშნეთ ოპცია My server requires authentication.

11. გადადით განყოფილებაში Advanced და სტრიქონის Incoming mail
(POP3) ქვემოთ მონიშნეთ ოპცია This
server requires a secure connection (SSL).

12. დააკლიკეთ ღილაკს OK და დაასრულეთ კონფიგურაცია
ღილაკზე Close დაკლიკებით.
13. Outlook Express-ის მთავარ ფანჯარაში დააკლიკეთ ღილაკს
Send\Recv.

14. ფანჯარაში, რომელიც გაიხსნება, დაადასტურეთ მეილ-სერვერის
სერტიფიკატის სანდოობა Yes ღილაკზე დაკლიკებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ძველ სერვერზე არსებული თქვენი
მეილები უნდა გადმოიტანოთ ახალზე ვებ-მეილის
დახმარებით. ინსტრუქცია ძველი მეილ-სერვერიდან მეილების ახალზე
გადმოტანისათვის აღწერილია მისამართზე http://mail.grena.ge/newmailhowto
დახმარებისათვის მოგვმართეთ ტელეფონზე +995 32 25 05 90 ან ელექტრონულ
ფოსტაზე postmaster@grena.ge