Microsoft Outlook 2003-ის კონფიგურაციის ინსტრუქცია.

 1. ჩამოხსენით მენიუ Tools და აირჩიეთ ოპცია E-mail Accounts.



 2. მონიშნეთ ოპცია Add a new e-mail account და დააკლიკეთ ღილაკს Next.



 3. მომდევნო ფანჯარაში მონიშნეთ ოპცია POP3 ან IMAP და დააკლიკეთ ღილაკს Next.



 4. მომდევნო ფანჯარაში ველში Your Name ჩაწერეთ თქვენი სახელი და გვარი.
     ველში E-mail Address ჩაწერეთ თქვენი იმეილის მისამართი.
     ველებში Incoming mail server და Outgoing mail server ჩაწერეთ mail.grena.ge.
     ველში User Name მომხმარებლის სახელი აუცილებლად უნდა ჩაიწეროს ახალი ფორმით. მომხმარებლის სახელის ძველ ფორმას ემატება მომხმარებლის სახელისგან წერტილით გამოყოფილი დომეინის სახელი.
     მაგალითისთვის: თუ მომხმარებლის სახელი იყო giorgadze და იგი ეკუთვნოდა დომეინს example.ge, მომხმარებლის სახელის ახალი ფორმა იქნება giorgadze.example.ge.
     ველში Password ჩაწერეთ თქვენი იმეილის პაროლი.
     დააკლიკეთ ღილაკს More Settings.



 5. გაიხსნება ახალი ფანჯარა, რომელში უნდა გადახვიდეთ განყოფილებაში Outgoing Server და გაააქტიუროთ ოპცია My outgoing server (SMTP) requires authentication.
    


 6. იმავე ფანჯარაში გადადით განყოფილებაში Advanced და სტრიქონის Incoming server ქვემოთ გაააქტიურეთ ოპცია This server requires an encrypted connection (SSL).
 


 7. დახურეთ ფანჯარა ღილაკზე OK დაკლიკებით.



 8. ქვედა ფანჯარაში, რომელიც ჯერ ისევ ღიაა, დააკლიკეთ ღილაკს Next.



 9. დაასრულეთ კონფიგურაცია ღილაკზე Finish დაკლიკებით.



 10. Outlook 2003-ის მთავარ ფანჯარაში დააკლიკეთ ღილაკს Send/Recieve.



 11. გაიხსნება ფანჯარა, სადაც უნდა დაადასტუროთ მეილ-სერვერის სერტიფიკატის სანდოობა ღილაკზე Yes დაკლიკებით.



გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ძველ სერვერზე არსებული თქვენი მეილები უნდა გადმოიტანოთ ახალზე  ვებ-მეილის დახმარებით. ინსტრუქცია ძველი მეილ-სერვერიდან მეილების ახალზე გადმოტანისათვის აღწერილია  მისამართზე  http://mail.grena.ge/newmailhowto
დახმარებისათვის მოგვმართეთ ტელეფონზე +995 32 25 05 90 ან ელექტრონულ ფოსტაზე postmaster@grena.ge